გია ვოლსკი ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის თბილი, მეგობრული იყო ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა.

გია ვოლსკი ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის თბილი, მეგობრული იყო ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა.

ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის თბილი, მეგობრული იყო - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღიარებითი ჩვენება მისასალმებელია, მაგრამ თავად დანაშაული ძალიან მძიმეა. "ძალიან რთულია. ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება. ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის, მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის თბილი, მეგობრული იყო. ბევრი საქმიანი ურთიერთობა მქონია, მახსოვს ბევრი დადებითი მოვლენა და, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პირადი ტრაგედიაა. ზოგადად, გუნდისთვის ტრაგედიაა. გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რამაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება არაერთხელ გააფრთხილა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახე და ხანგრძლივობა განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილს დამატებით სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა და საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებული და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული თანხაც ჩამოერთმევა.

რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია„გახარია საქართველოსთვის“ კვლავ გაემიჯნა ოპოზიციურ გაერთიანებასსაქართველოში მსჯავრდებული რუსი ოთხი დღით ანტისანიტარიულ საკანში გადაიყვანეს.არაყჩი: სასტუმროებში აშშ-ის ჯარები თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეადამსაქმებელთა ასოციაცია მიგრანტ მუშაკთა/უცხოელთა შესახებ ახალ კანონზენიკა გვარამია: „ოპოზიციური ალიანსი“ შეიქმნა

ENDEKA