ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შედგენილია საპროცესო შეთანხმება

ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შედგენილია საპროცესო შეთანხმება

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახე და ზომა არის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყოფილ პრემიერს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას დამატებით სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ჯარიმაც დაეკისრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული და სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთანხმება. პროკურატურის მოთხოვნა საპროცესო შეთანხმების შესახებ სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„ტვ პირველი“ აცხადებს, რომ არხის თანამგზავრული მაუწყებლობა გადაუხდელი გადასახადის გამო შეჩერებულიასტამბა სასკოლო სახელმძღვანელოები წელს სახელმწიფოს 13,4 მილიონი ლარი დაუჯდებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.თინა ბოკუჩავა: ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთროდის დაიწყო საქართველოს თანამედროვე ისტორია ან როგორ დაიღუპნენ ქართველები „სტალინის ღირსებისთვის“?კობახიძე: 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვა აქციზის განაკვეთის შესაბამისი ზრდით შეიცვლება

ENDEKA