ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში მოათავსეს

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში მოათავსეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს - სასჯელის სახით და ღონისძიების სახით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყოფილ პრემიერს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით მას 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული და სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთანხმება. პროკურატურის მოთხოვნა საპროცესო შეთანხმების შესახებ სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გია ხუხაშვილი სსს-ში დაკითხვის შემდეგ: საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად „პალიტრანიუსის“ ეთერში, სადაც მე ვისაუბრე იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება ირანის მიერ ამ ომის ფონზე განხორციელდეს.საქართველო 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ადგილზეაგიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი.მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსები პარლამენტში არიან - ბოიკოტი საზიანოა მხოლოდ მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს და ამას ყველა ეთანხმება, ვინც იკვლევს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას.ბათუმის ტურიზმს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დიდი გავლენა ჯერ არ აქვსევროკომისია ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების შედეგებით დაემუქრა

ENDEKA