ჩვენს ინტერესებში შედის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება და ქართული დელეგაციის შემადგენლობაში აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში მონაწილეობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უაღრესად მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მსხვილ ინვესტორებთან. "ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენი ინტერესია არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა საკვანძო სექტორს, მათ შორის ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, სტუმართმოყვარეობის და განვითარების სექტორს. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება სიტყვით გამოვიდეს ფორუმის მონაწილეებთან. პრემიერ-მინისტრი დეტალურად ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მიღწევებზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში, საქართველოს როლზე შუა დერეფანში, ასევე ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ მსხვილ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და მათი შემდგომი განვითარების შესახებ. აბუ დაბის მდგრადობის კვირეულის სამიტი, რომელიც ფოკუსირებულია თანამშრომლობაზე, ინვესტიციებსა და ინოვაციებზე, აერთიანებს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს, ბიზნეს ლიდერებს, ახალგაზრდა ინოვატორებს და პოლიტიკის შემქმნელებს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა თემატურ პანელზე, რომელიც ეძღვნება შუა დერეფანს - ევროპისა და აზიის ენერგეტიკის საშუალებით დამაკავშირებელ.
• ბერძნული მედიის ცნობით, ტანკერზე, რომელიც ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაარტყა, საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. • საქართველო დაჰპირდა ევროკავშირს, რომ მომავალში არ დაუშვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს საქართველოს პორტებში შესვლას. • თბილისში მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად ბინაში თითქმის ორი წელი ცხოვრობდა • ევროკომისარი: ამჟამინდელი კურსით საქართველო ევროკავშირს არც 2030 წლისთვის და არც არასდროს შეუერთდება • ადვოკატი: გასაგებია, რომ გივი თარგამაძე საქართველოს მხარდამჭერის, პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა იმ განცხადებების ფარგლებში, რისთვისაც დღეს დაიკითხა - ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა • საქართველო 2026 წელს სურსათზე ფასების ზრდის პროგნოზით მსოფლიო ლიდერებს შორისაა •