აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მსვლელობით მიდიან
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობა მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. "თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!" - სკანდირებენ მოქალაქეები. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქცია წელიწადზე მეტია უწყვეტად იმართება. დღეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებიდან ზუსტად ერთი წელი სრულდება. 6 აგვისტოს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, ის მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას 2 წლამდე და თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით.
• თბილისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია • ნიკა გვარამია: ოპოზიციური ალიანსი ჩამოყალიბდა; ერთად ვქმნით ერთიანობას გამარჯვებისთვის. • მამუკა კაციტაძე: ერთი შეხედვით რამდენიმე პარტიის ორგანული გაერთიანებაა - სინამდვილეში კი აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიღებთ - რაც შეეხება „ლელოს“ გადაწყვეტილებას, არჩევნების მთავარი ხიბლი არჩევანის თავისუფლებაშია • „ოპოზიციური პარტიების ალიანსი“ შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. • გერმანია: ტურისტების ევაკუაცია ახლო აღმოსავლეთიდან არმიის დახმარებით უკიდურესი საშუალებაა • ბორის ჯონსონმა განმარტა, თუ რატომ იმოქმედა ბრიტანეთის სანქციებმა საქართველოს პროსამთავრობო ტელეარხებზე. •