ახალი დიზაინის ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა განახლებული დიზაინით დაიწყო. უწყების ცნობით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო ძლიერდება უსაფრთხოების თანამედროვე ნიშნების წყალობით, ისინი სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინს კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოები ახლავს. „აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ღირებულება იგივე რჩება და ვადაგასული პირადობის მოწმობის მფლობელებს არ მოეთხოვებათ მათი ახლით შეცვლა. განახლებული ელექტრონული პირადობის მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. ასევე შეიცავს QR კოდს, რომელიც სკანირებისას იძლევა დამატებით ინფორმაციას: დოკუმენტის ნომერს და სტატუსს, პირის რეგისტრაციის მისამართს და ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით, სტუდენტის ან შშმ პირის სტატუსს. ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და იუსტიციის მოძრავ სახლებს, ასევე დისტანციურად სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით: https://sda.gov.ge/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ყულევის ჩართვას ევროკავშირის სანქციების პაკეტში - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ევროკომისიას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო - არ არსებობს დამატებითი ვალდებულებები. • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად“. • ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. • 16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს • ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება • ლაგოდეხში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს •