ადვოკატი სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებს თუ არა ბრალს, რაზეც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ დიახ ის სასამართლო დარბა...
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებს თუ არა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, რაზეც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო. წარდგენილ ბრალდებას აღიარა - სწორედ დარბაზში დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ მიმავალ გზაზეა, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა. როგორც ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, ყოფილი პრემიერი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს. „პროცესის დროს მოსამართლემ, ისევე როგორც ყველა ბრალდებულს, იკითხა, აღიარებს თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რაზეც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ დიახ, ბატონო, ის აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. 15:00 საათზე სასამართლოში დაგვიბარეს. შესაბამის დროსა და ადგილზე მივედით. დარბაზის ნომერს ნამდვილად არ ვუყურებდი, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. იქ იყვნენ პროკურორი, მოსამართლე, ადვოკატი და ბრალდებული. დიახ, ბატონო, სწორედ დარბაზში დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზეა“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახე და ხანგრძლივობა განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილს დამატებით სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა და საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებული და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული თანხაც ჩამოერთმევა.
• „ნაციონალური მოძრაობა“: ჩვენ ვშორდებით პარტნიორ პარტიებზე თავდასხმებს და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრს და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა მიმართონ „ოპოზიციური ალიანსის“ გაძლიერებისკენ. • მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა • საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ტაილანდიდან ჩარტერებით გაჰყავთ • ვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი: არ იყო ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შეყვანის საფუძველი. • უცხოელებმა 2025 წელს ბათუმში უძრავი ქონების 52% იყიდეს – Galt & Taggart კვლევა •