პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცნობით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული, ჯ.კ. პიროვნება ინტერპოლის მიერ წითელი ცნობის საფუძველზე იძებნებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკის მიერ მსჯავრდებული პირი 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცნობის საფუძველზე იძებნება თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ბრალდებით. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ირანის ელჩი საქართველოში - ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩაითვალოს ან ადვილად აღვიქვათ ქვეყნად, რომელიც ომმა შეიძლება ძალიან მალე დააჩოქოს - ტრამპი გაუთავებელ ომში აღმოჩნდა • მორგოშია: ლევან ჯანგველაძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძე აკონტროლებს თბილისის ქუჩებს, საბაჟოებს, პროკურატურას, პოლიციას. • ბერდია სიჭინავა: „ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლოში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს და ფინანსთა მინისტრს. • გიორგი შარაშიძე ლევან მაჭავარიანს: ბატონო ლევან, თქვენ ძალიან ცდილობთ დაგვაწებოთ და დაგვაკეროთ თქვენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ არ გამოდის და არ გამოდის - ჩემი რჩევაა, ამდენ ენერგიას ნუ დაკარგავთ • თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი კოკა მორგოშია დაიკითხება. • ქართველ მევენახეებს უნივერსიტეტებში FAO-ს ვენახების მართვის ტრენინგები შემოჰყავთ •