მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსთავის ქალთა ციხეში ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.
რუსთავის მე-5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარედ პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. მათ ჩამოიტანეს ბანერები, წარწერებით: "მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "გაათავისუფლეთ მზია!", "იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის" და "თავისუფლება რეჟიმის მძევლებს". „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის მარიკა არევაძის განცხადებით, მზია ამაღლობელი უკანონოდ დაკავებული პატიმარია და ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის. "მზია ამაღლობელი პირველი ქართველი ჟურნალისტი ქალია, რომელიც რეჟიმმა უკანონოდ აიყვანა მძევლად. ის უკანონო პატიმარია და ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის. მისი გამძლეობა ბრძოლის მაგალითია და არაერთხელ იქნა აღიარებული ამისთვის, რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მიუხედავად. - განაცხადა არევაძემ. ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს, 6 აგვისტოს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, ის მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობისთვის. ამ დანაშაულისთვის სასჯელი მოიცავს ჯარიმას, შინაპატიმრობას ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.
• ქართული დაფნის მთავარი მყიდველები ჩინეთი და რუსეთი გახდნენ • ბოჭორიშვილი: დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ განცალკევებულია რეალობას • ნიკა გვარამია: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ყველაზე მკაცრია „ქართული ოცნებისთვის“ და ეს მათ სახეზეც ჩანს - თუ „ოცნებას“ საკუთარი მომავლის ხედვა მთლიანად არ დაუკარგავს, რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას. • ორშაბათს თბილისში მეტროსადგური ვარკეთილი გაიხსნება • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი მოთამაშე დოპინგში დამნაშავედ ცნეს • არჩილ გორდულაძე - „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციის უბედურება გახდა - პასუხობს: უნდა გაუქმდეს კანონები გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შეცვლა? •