ქართულ ბანკებში რუბლისა და იუანის დეპოზიტები შემცირდა

ქართულ ბანკებში რუბლისა და იუანის დეპოზიტები შემცირდა

ქართულ ბანკებში რუბლისა და იუანის დეპოზიტები შემცირდა - ამას ადასტურებს ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი ნოემბრის სტატისტიკური მონაცემები. არსებული მონაცემებით, საბანკო დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 65,7 მილიარდი ლარია. აქედან 34,2 მილიარდი ლარი, ანუ 52% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული. მეორე ადგილზეა დეპოზიტები აშშ დოლარში 24,8 მილიარდი ლარის (37,7%), მესამეზე ევროში დეპოზიტებია 6,2 მილიარდი ლარის ოდენობით (წილი 9,5%). დეპოზიტების 0,6% განთავსებულია ფუნტ სტერლინგში, რაც 314 მლნ ლარს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, რუბლებში დანაზოგი განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა: თუ 2024 წლის ნოემბერში რუბლის დეპოზიტების მოცულობა 104 მლნ ლარს შეადგენდა, ახლა ის 39,6 მლნ ლარამდე დაეცა, რაც 62%-ით კლებას ნიშნავს. რაც შეეხება ჩინურ იუანს, ამ ვალუტაში ამჟამად 16 მილიონი ლარის დეპოზიტებია განთავსებული, ერთი წლის წინ კი იუანის დანაზოგების მოცულობამ 25 მილიონ ლარს მიაღწია.

არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს სიმართლეს, რომლის აღიარება არც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში და არც მათთან დაკავშირებულ პირებს არ სურთ.რეზოლუციის პროექტი: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას - ასევე გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის აღკვეთას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები.მიგრაციულმა სამსახურმა 31 უცხოელი დააკავამარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს მიზანმიმართული სანქციებით საქართველოში პასუხისმგებელი პირების მიმართ, არ მაინტერესებს ორი წევრი ქვეყანა თუ დაბლოკავს მას, რაც შეეხება დანარჩენ 25 ქვეყანას? - რა აჩერებს მათ?ნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაშინ როცა მათ მიატოვეს ევროპული პერსპექტივები, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტი აქვთ, ვინ იქნება ვერძი და ვინ ცხვარი - დაგვრჩენია პოპკორნი ავიღოთ და ვერძისა და ცხვრის დარიგებას ვუყუროთ

ENDEKA