შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ, რის შემდეგაც მას ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღო, ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „საქმეში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ოთხივე პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• თბილისში მასწავლებლის სასიკვდილო ცემის ფაქტზე ორ ბრალდებულს ბრალი შეემატა • პოლიციამ ნეონაცისტური ჯგუფის 16 წევრი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი დააკავა • ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი ქართველმა ნიკა ეგაძემ მოიგო • თაზო დათუნაშვილი - დავოსის ეკონომიკური ფორუმი პატივსაცემი ხალხის შეკრებაა - კობახიძეს იქ არავინ დაუჯერებს, რომ მას აქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა, რომ ის და ივანიშვილი მსოფლიო ვაჭრობის ჯადოქრები არიან. • თბილისის მერია ქალაქის ქუჩებს თოვლისგან ასუფთავებს და მარილს ასხამს • აშშ საქართველოს გადასცემს სახანძრო, საკომუნიკაციო აღჭურვილობას •