შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ, რის შემდეგაც მას ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღო, ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „საქმეში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ოთხივე პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• კავკასიის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობის შესახებ • რას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტები • ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული • ზაზა ბიბილაშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა ისტორიული განაჩენის ტოლფასი მოვლენაა, კობახიძის ზოგადი პასუხი კი კომიკური იყო - ადამიანებს სახის ძვლებს უმტვრევდნენ კამერების წინ და თქვეს, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რაც რუსული ცინიზმის უმაღლესი ეტაპია. • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ელექტროსატვირთო ტრიციკლი გამოჩნდა •