საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების თამაშების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების თამაშების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

10-დან 25 იანვრამდე ბელგრადი წყალბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. შეჯიბრში 4 ქვეჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, მალტა, მონტენეგრო B ჯგუფი: ხორვატია, საბერძნეთი, საქართველო, სლოვენია C ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ისრაელი D ჯგუფი: იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, თურქეთი. მეორე ჯგუფური ეტაპი: ჯგუფი E (ტოპ სამი გუნდი A და C ჯგუფებიდან) ჯგუფი F (სამი საუკეთესო გუნდი B და D ჯგუფებიდან) აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, მათ შორის, ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილი განიკითხავს. საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი 11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი - საქართველო 13 იანვარი, 15:45 | საქართველო - ხორვატია 15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო

რასა იუკნევიჩიენემ წაიკითხა წერილი ელენა ხოშტარიას ევროპარლამენტში დებატების დროს.პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი: „საქართველოში ახალი კანონები დამოუკიდებელი მედიის პარალიზებას ემუქრება“ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის გამო; ის შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას.შალვა პაპუაშვილი: რაც გავიგეთ ევროპარლამენტში, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა კონგრესის გამეორება იყო! ევროკავშირი შინაარსით საბჭოთა ხდება - ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები მისი მტრები არიან.იუნესკოს ექსპერტები განიხილავენ მცხეთაში რივერსაიდ პარკის კონცეფციასშალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება გარედან.

ENDEKA