თბილისის მერია მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარებას გეგმავს

თბილისის მერია მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარებას გეგმავს

თბილისის მერია მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარებას 2026 წელს გეგმავს, ამის შესახებ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც, მერიის ინფორმაციით, 2021 წელს თბილისის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაიწყო და 2028 წლამდე პერიოდს მოიცავს, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. წელს იგეგმება შემდეგი ეტაპები: მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარება; მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება; თბილისის მეტროპოლიტენის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა; ვერეს პარკის დეტალური დიზაინი; დიღმის ჭაობების განვითარების სტრატეგიის შემუშავება; სუპერბლოკების დეტალური დიზაინი; სატრანსპორტო სისტემის მონაცემების განახლება. პროექტის მოსალოდნელ საბოლოო შედეგებში ნათქვამია, რომ „გაფართოვდება სარეაბილიტაციო ტერიტორია და მივიღებთ უფრო რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ, ადაპტირებულ სივრცეს ტურისტებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ღამის საათებში შეზღუდულიაპოლიტპატიმრები საქართველოში შეწყალების სიაში არ მოხვდნენალდაგი გთავაზობთ სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევას საქართველოში ვიზიტორებისთვისლევან ცუცქირიძე: რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ფასებთან დაკავშირებით, არის მასკარადი - რეალური პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებაში კორუმპირებული პარტიააგია ვოლსკი ბიზნესის მფლობელ დეპუტატებზე: პარლამენტში შესვლამდე მდიდრები იყვნენ, ბიუჯეტში გადაიხადეთ უზარმაზარი თანხები - ღმერთმა დალოცოს ყველა, საპარლამენტო მანდატს არავინ იყენებს ბიზნესისთვისთამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ENDEKA