თბილისის მერია მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარებას გეგმავს

თბილისის მერია მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარებას გეგმავს

თბილისის მერია მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარებას 2026 წელს გეგმავს, ამის შესახებ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც, მერიის ინფორმაციით, 2021 წელს თბილისის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაიწყო და 2028 წლამდე პერიოდს მოიცავს, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. წელს იგეგმება შემდეგი ეტაპები: მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული ტრანსპორტის განვითარება; მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება; თბილისის მეტროპოლიტენის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა; ვერეს პარკის დეტალური დიზაინი; დიღმის ჭაობების განვითარების სტრატეგიის შემუშავება; სუპერბლოკების დეტალური დიზაინი; სატრანსპორტო სისტემის მონაცემების განახლება. პროექტის მოსალოდნელ საბოლოო შედეგებში ნათქვამია, რომ „გაფართოვდება სარეაბილიტაციო ტერიტორია და მივიღებთ უფრო რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ, ადაპტირებულ სივრცეს ტურისტებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

მეზობელი ბაზრები ლიდერობენ საქართველოს საჰაერო მოგზაურობის ზრდას 2025 წელსკიდევ 7 ვაგონი ხორბალი აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთში გაიგზავნა"ეპოქის დასასრული" - საქართველო გლოვობს პატრიარქსსასჯელაღსრულების სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა „არ შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას“გარეგინ II: მძიმე ჟამს ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღოლობდა სამწყსოს და მტკიცედ იცავდა საქართველოს ეკლესიის მისიას.საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზაზე განაცხადისას 15 ათასი დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ

ENDEKA