სამთავრობო ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და წინასწარი პროექტების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

სამთავრობო ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და წინასწარი პროექტების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და წინასწარი პროექტების მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება. დეპარტამენტის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება თბილისში, ე.წ არსენალის გორაზე, გედევანიშვილის ქუჩასთან. „სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების გამართული წარმართვის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში უნდა განისაზღვროს უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების განთავსების ადგილები, ცენტრალური და დარგობრივი ხელისუფლების ორგანოების საოფისე ფართები, ასევე ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარების სივრცეები. აუცილებელია მიწისქვეშა და ზედაპირული ტრანსპორტის, პარკინგის, რეკრეაციული და გამწვანებული ადგილების, ტექნიკური აღჭურვილობისა და კომუნალური საშუალებების დამხმარე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე კულტურის სამინისტროები. ასევე იგეგმება თბილისის მერიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განთავსება. წინასაპროექტო კვლევები მოიცავს ტერიტორიის ყოვლისმომცველ შესწავლას, არსებული შენობებისა და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ტოპოგრაფიულ და გეოდეზიურ კვლევებს, ასევე კომუნალური მომსახურების ანალიზს. სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და წინასწარი პროექტების მოსამზადებლად ჩატარებული მარკეტინგული კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ გვერდებზე“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის უახლესი: ომი კიდევ ერთ კვირაში შედის, როდესაც ევროპა კიევის შენარჩუნების გზებს ეძებსნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაშინ როცა მათ მიატოვეს ევროპული პერსპექტივები, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.იუნესკოს ექსპერტები განიხილავენ მცხეთაში რივერსაიდ პარკის კონცეფციასტყიბულში, სოფელ კურსაში მეწყერი ჩამოწვა - მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.გიორგი სიორიძე: საზოგადოებამ დაივიწყოს, რა არის სსს-ის რეალური ფუნქცია; ის გადაიქცა ისეთ სააგენტოდ, როგორიც არის „კაგებე“ ან „ფსბ“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე.შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მთავარია არა „მოსკოვის მექანიზმი“ და ბრიუსელის ინსტრუმენტი, არამედ სიმართლე - ადამიანი საქართველოში მხოლოდ 2 დღე იყო და უკვე მოამზადა დოკუმენტი, ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წინასწარ დაწერილი ტექსტია და დანარჩენი მხოლოდ შეფუთვა იყო?

ENDEKA