რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი საპროცესო შეთანხმების დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული და აანაზღ...
„საპროცესო შეთანხმების დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს: ბრალდებულმა აღიაროს დანაშაული და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამ ეტაპზე არცერთი ეს წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს კვლავ რჩება 42 მოწმე დაკითხვაზე. „პროკურატურა აქტიურად აგრძელებს მტკიცებულებების წარდგენას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებების ექსპერტიზა და პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საქმეზე საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარეს. მომავალ სხდომაზე ბრალდების მხარე დამატებით მოწმეს წარადგენს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამ პროცესის დასაწყებად, გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს - კონკრეტულად, ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული, აანაზღაუროს ზიანი და მოგვაწოდოს შესაბამისი განცხადება. ამ ეტაპზე არცერთი ეს წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის საქმის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთი მოწმე, რომლის ჩვენება დაცვის მხარემ დაუდასტურად მიიღო, რის შემდეგაც წერილობითი მტკიცებულებების ექსპერტიზა დაიწყო. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით ედება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე.
• რასა იუკნევიჩიენე - მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა - ის განასახიერებს ბრძოლას სიმართლისა და დემოკრატიისთვის. • შემოსავლების სამსახური: ყულევში შემოსული ტანკერი NOSTOS არ ექვემდებარება სანქციებს • პროკურორი: ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან მცენარის ჩამორთმევის საკითხი არ განიხილება • მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღეს მარტი გაიმართება • ირაკლი კობახიძე Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონალურ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიდ ალ-შამსის შეხვდა. • იუკნევიჩიენე: მზია ამაღლობელი განასახიერებს ბრძოლას სიმართლისა და დემოკრატიისთვის •