რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი საპროცესო შეთანხმების დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული და აანაზღ...
„საპროცესო შეთანხმების დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს: ბრალდებულმა აღიაროს დანაშაული და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამ ეტაპზე არცერთი ეს წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს კვლავ რჩება 42 მოწმე დაკითხვაზე. „პროკურატურა აქტიურად აგრძელებს მტკიცებულებების წარდგენას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებების ექსპერტიზა და პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საქმეზე საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარეს. მომავალ სხდომაზე ბრალდების მხარე დამატებით მოწმეს წარადგენს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამ პროცესის დასაწყებად, გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს - კონკრეტულად, ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული, აანაზღაუროს ზიანი და მოგვაწოდოს შესაბამისი განცხადება. ამ ეტაპზე არცერთი ეს წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის საქმის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთი მოწმე, რომლის ჩვენება დაცვის მხარემ დაუდასტურად მიიღო, რის შემდეგაც წერილობითი მტკიცებულებების ექსპერტიზა დაიწყო. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით ედება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე.
• სახალხო დამცველი: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური • უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს • საქართველოს მთავრობა 6 წლის ასაკის ავტომობილებზე საბაჟო გადასახადს ზრდის • 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა. • სხვადასხვა დემოკრატია საქართველოს აფასებს, როგორც საარჩევნო ავტოკრატიას • პატრიარქი ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება •