გორდულაძე ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს თანხებს მხოლოდ იმიტომ არ გადაურიცხავს, რომ იქ მოქალაქე არის რეგისტრირებული

გორდულაძე ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს თანხებს მხოლოდ იმიტომ არ გადაურიცხავს, რომ იქ მოქალაქე არის რეგისტრირებული

„საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნისას არ კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვაზე სარგებლობის შესაძლებლობას - ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ თანხებს აღარ გადაურიცხავს კლინიკებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქე იქ არის რეგისტრირებული და არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე“, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ლტოლვილთა და სოციალურ საკითხთა მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით. დაცვა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან საზღვარგარეთ, საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ. გორდულაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზანია სახსრების რაციონალური ხარჯვა. „ეს არის აბსოლუტური სიცრუე - არავითარ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, არ კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობას. ეს სიცრუეა. რეალობა სულ სხვაა - ჯანდაცვის სამინისტრო აღარ გადაურიცხავს კონკრეტულ თანხებს კლინიკებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქე იქ რეგისტრირებულია და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. შეუძლია ისარგებლოს ჯანდაცვის სისტემით და საყოველთაო დაზღვევით მიღებული გადაწყვეტილება არაფერ შუაშია, ეს მხოლოდ სახსრების რაციონალურ გამოყენებას უკავშირდება.

51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავესგიორგი თუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო“, საქართველოს გარდა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა მოიწვია; აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტრანზიტი საქართველოზე არ გაივლის - ქვეყანა მოკავშირეების გარეშე დარჩაასობით ათასი ლარის ღირებულების კონტრაბანდა: საქართველოს საზღვარზე ორი ადამიანი დააკავეს2025 წელს საქართველოში საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით გაიზარდაკობახიძე შეხვედრას გამართავს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთანგზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს

ENDEKA