გორდულაძე ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს თანხებს მხოლოდ იმიტომ არ გადაურიცხავს, რომ იქ მოქალაქე არის რეგისტრირებული

გორდულაძე ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს თანხებს მხოლოდ იმიტომ არ გადაურიცხავს, რომ იქ მოქალაქე არის რეგისტრირებული

„საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნისას არ კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვაზე სარგებლობის შესაძლებლობას - ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ თანხებს აღარ გადაურიცხავს კლინიკებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქე იქ არის რეგისტრირებული და არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე“, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ლტოლვილთა და სოციალურ საკითხთა მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით. დაცვა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან საზღვარგარეთ, საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ. გორდულაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზანია სახსრების რაციონალური ხარჯვა. „ეს არის აბსოლუტური სიცრუე - არავითარ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, არ კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობას. ეს სიცრუეა. რეალობა სულ სხვაა - ჯანდაცვის სამინისტრო აღარ გადაურიცხავს კონკრეტულ თანხებს კლინიკებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქე იქ რეგისტრირებულია და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. შეუძლია ისარგებლოს ჯანდაცვის სისტემით და საყოველთაო დაზღვევით მიღებული გადაწყვეტილება არაფერ შუაშია, ეს მხოლოდ სახსრების რაციონალურ გამოყენებას უკავშირდება.

კავკასიის სამედიცინო ცენტრი: პატრიარქი მასიური კუჭის სისხლდენით შეიყვანეს და კრიტიკულ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.კაია კალასი: ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვისაუბრებთკობახიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს აკრიტიკებს, ავტორს მიკერძოებულობაში ადანაშაულებსსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალაპატრიარქის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენისრაელის საელჩო - ის ფაქტი, რომ აიათოლას რეჟიმმა აირჩია რაკეტების გასროლა წმინდა მუსლიმური დღესასწაულის დროს ისლამისთვის წმინდა ადგილებზე, აჩვენებს მის ცინიკურ უგულებელყოფას რაიმე წმინდასა თუ წმინდას მიმართ.

ENDEKA