აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია სომხეთში საქართველოს გავლით გაიგზავნა
აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია გაიგზავნა. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ის ცნობით, დღეს ბაქო ბალაჯარის სადგურიდან სომხეთში სულ 2698 ტონა ტვირთი (48 მანქანა), მათ შორის 1742 ტონა AI-95 ბენზინი და 956 ტონა დიზელის საწვავი გაიგზავნა. ნავთობპროდუქტებით მანქანები სომხეთში ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება. 18 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) პირველად მიაწოდა ადგილობრივი წარმოების ნავთობის ტვირთი სომხეთს. შემდეგ აზერბაიჯანის რკინიგზის სატვირთო მატარებლით, ასევე საქართველოს გავლით, 1220 ტონა AI-95 ძრავის საწვავი, ჩატვირთული 22 ვაგონში. მანამდე მედია და ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ, რომ საქართველომ მოითხოვა არაგონივრულად მაღალი ტარიფი თავისი ტერიტორიით ტრანზიტისთვის, რის შემდეგაც თბილისმა გადაწყვიტა, ნავთობპროდუქტების პირველი პარტიის ტრანზიტზე გადასახადი არ დაეკისრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ტარიფებზე შემდგომი მიწოდებისთვის, მაგრამ მათი ღირებულება არ გახმაურებულა.
• 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებული ნინა სანდერი: პოლიტპატიმარი ვარ - თუ სასწრაფოდ არ გამათავისუფლებენ, დღესვე დავიწყებ მშრალ შიმშილობას, მედიკამენტების გარეშე • დასავლეთ საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის ორი უცხოელი დააკავეს • საპატრულო პოლიცია ტენდერის გარეშე 300 სხეულის კამერას შეიძენს • ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმების შემდეგ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სეტყვისგან დაცვის სისტემის ტექნიკურ მოდერნიზაციას გეგმავს • ჩვენს ინტერესებში შედის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება - ეკონომიკის მინისტრი •