თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ შს ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად დაუჭირა მხარი. მანამდე მოსამართლემ მხარეების მოთხოვნა 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეში მტკიცებულებების შეტანის თაობაზე მოისმინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის მტკიცებულებები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით საქმეს არ დაემატა. ამასთან, მოსამართლემ საქმეში სრულად შეიტანა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ასევე საჯარო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ეს ქმედებები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტრამპის მიერ მშვიდობის საბჭოში მიწვეული 51 ქვეყანა - სრული სიასაქართველომ 2025 წელს რუსეთის ფედერაციისგან თითქმის 1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინაგზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებსფორუმში „ხალხის ძალაუფლების“ წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იგორ გიორგაძეა.ევროკომისიამ საქართველოს ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო.თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ელექტრონული სიგარეტისა და გაცხელებული თამბაქოს ნაწარმის მოხმარების მკვეთრი ზრდა სერიოზული გამოწვევაა - საჭიროა ნაბიჯები, მათ შორის თამბაქოს შესყიდვის კანონიერი ასაკის გაზრდა 18-დან 21 წლამდე.

ENDEKA