პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ 5 პირის საქმეს თბილისის საქალაქო...

პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ 5 პირის საქმეს თბილისის საქალაქო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში განიხილება ბრალდებულების, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე-მჭედლის ოქტომბერში პალაჩელის მახლობლად მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქმე. 4. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეისწავლება. კერძოდ, პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებები წარმოდგენილია როგორც სატელევიზიო გადაცემებიდან, ასევე კერძო კომპანიებიდან. სხდომას ესწრება ყველა ბრალდებული, გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა და პაატა ბურჭულაძის. ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა, ირაკლი შაიშმელაშვილი კი ძებნაშია გამოცხადებული. სასამართლო პროცესს ავსტრიის კონსული ესწრება. ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც ედებათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითაც ედებათ, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ეხება, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს საჯარო მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედებათ, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გური ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. პაატა მანჯგალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ცუცქირიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ რეპორტაჟზე „ოცნებამ“ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყველას მოუწევს პასუხის გაცემა - ეშინიათ იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრებაბიზნესმენი თემურ ჭყონია: პლასტმასის კონტეინერების აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქტების დეფიციტიბოჭორიშვილი: დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ განცალკევებულია რეალობასნარკომანიის ბრალდებით 15 პირი დააკავესმაჭარაშვილი: ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში, როგორ ვერ გაიგეს?

ENDEKA