თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ტრადიციული „ალილოს“ მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა ჯგუფმა და გუნდებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც საშობაო პარაკლისი აღევლინება. მსვლელობის დაწყებამდე რესპუბლიკის მოედანზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები და მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მივიდნენ და „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეებს საკვები დაურიგეს. "ვულოცავ ჩემს ლამაზ საქართველოს შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ძალას და კეთილდღეობას. მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს!" განაცხადა თამარ ბაგრატიონმა. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს აღდგა.

დუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე აურზაური იყო: მშობლები ამბობენ, რომ პოლიცია მათ „პუფების“ შემოტანის საშუალებას არ აძლევდა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გელა გექაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს.დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს გამოეხმაურნენ.ზურაბიშვილმა „ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის 14 წლისთავზე გააკრიტიკაევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა

ENDEKA