სენატორი ლინდსი გრემი ცვლილება მოდის ირანში
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. Fox News-თან ინტერვიუში ლინდსი გრემმა თქვა, რომ ირანში ცვლილებები ხდება. "აიათოლა: უნდა გესმოდეთ, რომ თუ გააგრძელებთ თქვენი ხალხის მოკვლას, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ, დონალდ ტრამპი მოგკლავს. ცვლილება მოდის ირანში. ეს იქნება უდიდესი ცვლილება ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ირანის ხალხის ნაცისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. დახმარება გზაშია", - თქვა ლინდსი გრეჰემმა. შეგახსენებთ, რომ ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები იმართება ქვეყნის სულ მცირე 17 პროვინციაში. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფარგლებში. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 1200-ზე მეტი კი დააკავეს.
• ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა შეხვედრებისა თუ დემონსტრაციების მონაწილეებისთვის დაწესებული აკრძალვები • რა მანქანებია დაშვებული დღეს ვერხნი ლარსის გავლით? • აზერბაიჯანის საზღვართან 40 კილომეტრიანი გზის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა • 2025 წელს საქართველოს ექსპორტი 7,2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა • აქტივისტმა ნანა სანდერმა შიმშილობა შეწყვიტა - მას დაბალი გაჯერება და შაქრის დონე აქვს • ჩხაიძე: გრიპი კვლავ დომინანტური რჩება, გავრცელების პიკს იანვრის მე-3-4 კვირაში ველოდებით •