საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგი ავალიანის ოჯახის წევრებს.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგი ავალიანის ოჯახის წევრებს.

გიგი ავალიანის ოჯახის წევრების განცხადებას საქართველოს პროკურატურა ეხმაურება. უწყება გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მათ და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების საფუძველი და ამ ნიშნით დაკავებულ პირთა ქმედებებისთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება. „საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგი ავალიანის ოჯახის წევრების განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დროს შეხვდეს მათ და დეტალურად განმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების საფუძველი და ამ ნიშნით დაკავებულთა ქმედებებისთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება, ასევე, თუ არსებობს ახალი მტკიცებულებები და სისხლისსამართლებრივი დევნა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევოს რაიონის მთავარი სამმართველოს მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეზე 4 არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც გამოიწვია სიკვდილი), ხოლო მე-3 - 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმ პირის მიერ, რომელმაც რეალურად იცოდა, რომ მძიმე დანაშაული მზადდებოდა და ჩადენილი იყო). ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განცალკევებულ იქნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლინდსი გრემი: ირანელებო, თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, დახმარება გზაშიაღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში - ადვოკატი აღიარათბილისი მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაფართოებისა და ორი ახალი სადგურის ბაზრის კვლევას იწყებსთინა ბოკუჩავა - როგორც ჩანს, მდინარაძეს მიეცა დავალება დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება კიდევ ერთი "სიახლით" დაეფარა - მხოლოდ ამით აიხსნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი ბოდვა.ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში მოათავსესშალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.

ENDEKA