გია ვოლსკი არავის არ უნდა ჰქონდეს ადამიანის დაკავება თავისთავად მიზნად, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი საქართველოსთვის მ...

გია ვოლსკი არავის არ უნდა ჰქონდეს ადამიანის დაკავება თავისთავად მიზნად, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი საქართველოსთვის მ...

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებები არასოდეს უნდა იყოს თვითმიზანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდებს ეხება, მაგრამ მოუწოდა, დაფიქრდნენ მოვლენებზე პასუხისმგებლობაზე. „არავის არ უნდა ჰქონდეს ადამიანის დაკავება თავისთავად მიზნად, მით უმეტეს, არა ასეთ დღეს და მითუმეტეს ახალგაზრდებს. მაგრამ უნდა ვიფიქროთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ბოროტებას მოემზადა საქართველოსთვის, იმ სცენარზე, რომელშიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდები იყვნენ ჩათრეულნი“, - განაცხადა ვოლსკიმ. მისი თქმით, „არავინ არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“. „როდესაც სახელმწიფოს და კანონს დაუპირისპირდები, ბუნებრივია, კანონი იმოქმედებს, სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი რეალობა, იქნება ეს პოლიცია თუ სასამართლო. ჩვენ ასევე ვხედავთ სამწუხარო ფაქტებს და ცუდ მაგალითებს, სადაც ადამიანები არა მხოლოდ ჯარიმდებიან, არამედ შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდნენ თავიანთი აზრის გამოთქმისთვის - და საუბარია განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებზე. ამიტომ, ამ რთულ ვითარებაში ყველამ უნდა დაფიქრდეს, რა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, რა მექანიზმები და ფინანსური თუ პოლიტიკური რესურსები არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანა საკუთარ თავს დაუპირისპირდეს. მაშინ გაირკვევა ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, - დაასკვნა ვოლსკიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალან პერსელმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტული კატეგორიის ვიზების გაცემის დროებით შეჩერების საკითხზე.ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრებაამერიკელმა კონგრესმენებმა კოპენჰაგენში უარყვეს ტრამპის პრეტენზია გრენლანდიის კონტროლის შესახებმახაჩოვსა და თოფურიას შორის ბრძოლა შესაძლოა დაგეგმილზე ადრეც მოხდესნიკა ეგაძე – ევროპის ჩემპიონი ფიგურულ სრიალშიპოლიციამ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ENDEKA