გია ვოლსკი არავის არ უნდა ჰქონდეს ადამიანის დაკავება თავისთავად მიზნად, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი საქართველოსთვის მ...

გია ვოლსკი არავის არ უნდა ჰქონდეს ადამიანის დაკავება თავისთავად მიზნად, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი საქართველოსთვის მ...

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებები არასოდეს უნდა იყოს თვითმიზანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდებს ეხება, მაგრამ მოუწოდა, დაფიქრდნენ მოვლენებზე პასუხისმგებლობაზე. „არავის არ უნდა ჰქონდეს ადამიანის დაკავება თავისთავად მიზნად, მით უმეტეს, არა ასეთ დღეს და მითუმეტეს ახალგაზრდებს. მაგრამ უნდა ვიფიქროთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ბოროტებას მოემზადა საქართველოსთვის, იმ სცენარზე, რომელშიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდები იყვნენ ჩათრეულნი“, - განაცხადა ვოლსკიმ. მისი თქმით, „არავინ არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“. „როდესაც სახელმწიფოს და კანონს დაუპირისპირდები, ბუნებრივია, კანონი იმოქმედებს, სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი რეალობა, იქნება ეს პოლიცია თუ სასამართლო. ჩვენ ასევე ვხედავთ სამწუხარო ფაქტებს და ცუდ მაგალითებს, სადაც ადამიანები არა მხოლოდ ჯარიმდებიან, არამედ შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდნენ თავიანთი აზრის გამოთქმისთვის - და საუბარია განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებზე. ამიტომ, ამ რთულ ვითარებაში ყველამ უნდა დაფიქრდეს, რა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, რა მექანიზმები და ფინანსური თუ პოლიტიკური რესურსები არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანა საკუთარ თავს დაუპირისპირდეს. მაშინ გაირკვევა ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, - დაასკვნა ვოლსკიმ.

ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ეს არის დაქუცმაცებული და ხელახლა აწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“ - თუ ვინმეს „მუშაობდა“ პარტიების გაქრობაზე, ეს რადიკალები იყვნენ.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად“.ბათუმის ბულვარზე უკანონო ობიექტების დემონტაჟი გრძელდებაევროკავშირმა ყულევის ნავთობტერმინალი სანქციების მე-20 პაკეტიდან გამორიცხაბოჭორიშვილი: პოლიტიკოსების ადგილი პარლამენტშია, ბოიკოტი მხოლოდ მათ აზიანებს, ვინც ამას აცხადებსმაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ENDEKA