სახალხო დამცველის აპარატი ბაჩო ახალაიას მეუღლის განცხადების განხილვას იწყებს
სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების განხილვა დაიწყო. ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს გუშინ განცხადებით მიმართა. ბაჩო ახალაიას მეუღლე ლევან იოსელიანს ითხოვს გამოიძიოს მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რაც, მისი აზრით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევას. განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს სთხოვს მანდატის ფარგლებში გამოიკვლიოს რამდენიმე ფაქტი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები. ის ასევე ითხოვს იურიდიული სტატუსის დადგენას. გარდა ამისა, იგი ითხოვს გამოიძიონ „იძულების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ახალაიაზე განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდი“ და ასევე შეფასდეს სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს საჯარო დასკვნისა და რეკომენდაციების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
• თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ელექტრონული სიგარეტისა და გაცხელებული თამბაქოს ნაწარმის მოხმარების მკვეთრი ზრდა სერიოზული გამოწვევაა - საჭიროა ნაბიჯები, მათ შორის თამბაქოს შესყიდვის კანონიერი ასაკის გაზრდა 18-დან 21 წლამდე. • საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ეკიპაჟის შემადგენლობაში ან დაკავებულები არიან აშშ-ს მიერ კარიბის ზღვის აუზში ჩამორთმეულ ტანკერზე. • გია ვოლსკი: "მშვიდობის საბჭოში" მიწვეული ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან ომთან დაკავშირებულ მძიმე პროცესებში, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ ცენტრალურ ევროპაში. • ბერდია სიჭინავა: „შუა დერეფნის“ ფუნქცია შეიძლება დადგეს საფრთხეში ან გვერდის ავლით, რადგან ხელისუფლებაში პოლიტიკურად არაკომპეტენტური ძალაა • საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 იანვარს კარიბის ზღვაში აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერ „ვერონიკას“ ეკიპაჟს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. • 2025 წელს საქართველოში საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით გაიზარდა •