სახალხო დამცველის აპარატი ბაჩო ახალაიას მეუღლის განცხადების განხილვას იწყებს
სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების განხილვა დაიწყო. ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს გუშინ განცხადებით მიმართა. ბაჩო ახალაიას მეუღლე ლევან იოსელიანს ითხოვს გამოიძიოს მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რაც, მისი აზრით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევას. განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს სთხოვს მანდატის ფარგლებში გამოიკვლიოს რამდენიმე ფაქტი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები. ის ასევე ითხოვს იურიდიული სტატუსის დადგენას. გარდა ამისა, იგი ითხოვს გამოიძიონ „იძულების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ახალაიაზე განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდი“ და ასევე შეფასდეს სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს საჯარო დასკვნისა და რეკომენდაციების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
• როგორ ხდება ქართული მეღვინეობის სუბსიდირება და რატომ იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთში? • თბილისში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა • საბერძნეთში აშშ-ის საზღვაო ბაზაზე კრეტაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. • კობახიძე: სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია • ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს • ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განვიხილეთ ღირებულების გათანაბრება - დავადასტურეთ მზადყოფნა, დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. •