7 იანვარს თბილისში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართება, რაც დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ტრანსპორტის შეზღუდვას გამოიწვევს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შობის ღამეს ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართება, რის გამოც 7 იანვარს დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება. მათივე ინფორმაციით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც მანქანები ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით გადაადგილებას შეძლებენ. „მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის და ლეო ქიაჩელის ქუჩებთან მისვლა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩებით, ასევე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მანქანები პირველი რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად მხოლოდ რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებიან. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი მანქანები გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან; პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დარჩენილ ქუჩებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩებით და შემდეგ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძემბი კაკაბაძეების ქუჩებით. უკუსვლით მოძრაობისას მძღოლები მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მიხეილ ზანდუკელის და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით შეძლებენ. რუსთაველის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ ავტომობილებს შეეძლებათ გადაადგილება რუსთაველის გამზირზე გიორგი ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე გზის მონაკვეთზე, შემდეგ ჭანტურიას ქუჩიდან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 15:00 საათიდან, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება, რა დროსაც მოძრაობა დაიშვება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე შეიზღუდება მოძრაობა კოტე აფხაზეთისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამ დროისთვის მოძრაობა დაიშვება გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება: ლესია უკრაინკას, არჩილ ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზე. თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, რა დროსაც მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება: ბარათაშვილის ხიდზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის გორაზე და ავლაბრის მოედანზე. ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის დროს თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ მანქანებს მოძრაობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზეთის ქუჩის გავლით, ხოლო ავლაბრისკენ მშრალი ხიდის - კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით შეეძლებათ. ავლაბრის მოედნის ჩაკეტვისას ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი მანქანები მოძრაობას ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით, ასევე მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირით გააგრძელებენ, საპირისპირო მიმართულებით კი ბარათაშვილის ხიდის გავლით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობას შეძლებენ. დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილებისას ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე იმოძრავებს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• „სამართლიანი არჩევნები“: ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტვ“ სოციალურ ქსელებში სარეკლამო შინაარსის პრობლემის წინაშე დგანან • ევროკომისარი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა პირი - ევროკავშირი მზადაა პასუხისმგებლობისთვის პასუხისმგებელი დემოკრატიის უკანდახევაზე. • აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა • Zara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა. • რომან გოცირიძე: დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაუწესებს აზერბაიჯანს და ასე გადაარჩინა „ყულევი“ • ირაკლი კუპრაძე - კრიზისის განმუხტვისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ - ორი მთავარი პრობლემა უნდა გადაწყდეს: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. •