კობახიძემ სურსათზე ფასების კონტროლი დამოწმების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

კობახიძემ სურსათზე ფასების კონტროლი დამოწმების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების კონტროლი/დამოწმების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე შედის: - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, - კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. გასული წლის ბოლოს კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ და ევროპულ პროდუქტებს შორის დიდი სხვაობაა და ეს განსხვავება სადისტრიბუციო კომპანიებისა და ბაზრების მაღალი მარკაპით არის განპირობებული. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, შეისწავლონ სურსათზე ფასების საკითხი და დაადგინონ, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვითარების დეტალური შესწავლაც კი დაიწყო.

აშშ მოუწოდებს G7-სა და პარტნიორებს, შეამცირონ დამოკიდებულება ჩინეთიდან კრიტიკულ მინერალებზე - მედია24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დაგმეს „ბათუმელების“ დამფუძნებლის განაჩენი და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.მაია სანდუმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებასსაქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 2025 წლის ბოლოსთვის 8,2 მილიარდ ლარს აღემატებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაღლობელის მხარდამჭერ მსვლელობის მონაწილეებს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობისკენ მოუწოდა.ქვრივიშვილი: ჩვენს ინტერესებში შედის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება

ENDEKA