კობახიძემ სურსათზე ფასების კონტროლი დამოწმების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

კობახიძემ სურსათზე ფასების კონტროლი დამოწმების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების კონტროლი/დამოწმების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე შედის: - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, - კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. გასული წლის ბოლოს კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ და ევროპულ პროდუქტებს შორის დიდი სხვაობაა და ეს განსხვავება სადისტრიბუციო კომპანიებისა და ბაზრების მაღალი მარკაპით არის განპირობებული. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, შეისწავლონ სურსათზე ფასების საკითხი და დაადგინონ, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვითარების დეტალური შესწავლაც კი დაიწყო.

ბრიტანელი დეპუტატი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას სთავაზობსისრაელიდან, ირანიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ფრენები კვლავ გაუქმდა - სიტუაცია საქართველოს აეროპორტებშიმარტა კოსი: საქართველოში ხედავთ რა ხდება, როცა რუსეთი იგებსნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ აზრები - ეუთოს მისია არ მოსულა აქ ვინმესთვის რეკომენდაციების მისაცემად - დიალოგის არარსებობის ერთი მთავარი მიზეზია: ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს.წლის დასაწყისიდან სომხეთმა ტურიზმის მიმართულებით ზრდა აჩვენამაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ყულევის ჩართვას ევროკავშირის სანქციების პაკეტში - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ევროკომისიას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო - არ არსებობს დამატებითი ვალდებულებები.

ENDEKA