დანიის პრემიერ მინისტრი აშშ ს მოუწოდებს შეწყვიტოს გრენლანდიის ხელში ჩაგდების მუქარა

დანიის პრემიერ მინისტრი აშშ ს მოუწოდებს შეწყვიტოს გრენლანდიის ხელში ჩაგდების მუქარა

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შეწყვიტოს გრენლანდიის ხელში ჩაგდების მუქარა. „აშშ-ს მიერ გრენლანდიის ხელში ჩაგდების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. შეერთებულ შტატებს არ აქვს დანიის სამეფოს სამი ერიდან ერთის ანექსიის უფლება“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, დანია და, შესაბამისად, გრენლანდია ნატოს წევრები არიან და ალიანსის უსაფრთხოების გარანტიას ექვემდებარება. „ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის, სხვა ქვეყნის და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, რომ ისინი არ იყიდება“, - თქვა ფრედერიკსენმა. დანიის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის სტივენ მილერის ერთ-ერთი თანაშემწის მეუღლემ, ქეით მილერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც გრენლანდია ამერიკის დროშის ფერებშია გამოსახული და ხელი მოაწერა: „მალე!“

მამუკა ხაზარაძე: 37 წლის წინ 21 გმირმა თავი შესწირა თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოს იდეას - ეს იყო თავგანწირვის აქტი, რომელიც ვერასოდეს გადაიწერება - დღეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მოგონებად - ის უნდა იქცეს ქმედებად.„ოპოზიციური ალიანსი“: 9 აპრილის მოვლენებმა საბოლოოდ დაარღვია საბჭოთა რეჟიმი საქართველოშისაფრანგეთის საელჩო: საფრანგეთი მთელ ქართველ ხალხთან ერთად ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავსსააკაშვილი: იგივე მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდიას ფიზიკურად მოექცნენ, მომწამლესუკრაინის საელჩო: პატივს მივაგებთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაიღუპნენ 1989 წლის 9 აპრილს9 აპრილის მემორიალი მიტროპოლიტმა შიომ მოინახულა

ENDEKA