თბილისი 340 ქალაქს შორის 171 ე ადგილზეა სატრანსპორტო გადატვირთულობის ინდექსით

თბილისი 340 ქალაქს შორის 171 ე ადგილზეა სატრანსპორტო გადატვირთულობის ინდექსით

კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს 2026 წლის განახლებული რეიტინგის მიხედვით თბილისი 340 ქალაქს შორის 171-ე ადგილზეა სატრანსპორტო გადატვირთულობის ინდექსით. ამ მონაცემებით, თბილისი უფრო დატვირთულია ვიდრე მოსკოვი, ბაქო და ანკარა. გარდა ამისა, ამ რეგიონში ყველაზე თავისუფალი მოძრაობა სომხეთის დედაქალაქში ფიქსირდება. კერძოდ, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მონაცემები ასეთია: რუსეთი (მოსკოვი) - 28 ადგილი; აზერბაიჯანი (ბაქო) - 143 ადგილი; თურქეთი (ანკარა) - 146-ე ადგილი; საქართველო (თბილისი) - 171 ადგილი; სომხეთი (ერევანი) - 273 ადგილი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 340 ქალაქს შორის ყველაზე დატვირთული გზები ლაოსშია (ნიგერია), ყველაზე ნაკლებად გადატვირთულია ტარტუში (ესტონეთი). ხუთი ქალაქი ყველაზე დატვირთული გზებით: ლაგოსი, ნიგერია; სან ხოსე, კოსტა რიკა; ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ; შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები; კოლომბო, შრი-ლანკა. ხუთი ქალაქი ყველაზე დატვირთული გზებით: ტარტუ, ესტონეთი; Villach, ავსტრია; პილსენი, ჩეხეთი; სპლიტი, ხორვატია; ბანია ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა. გადატვირთულობის ინდექსი კომპლექსური მაჩვენებელია და გამოითვლება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: მგზავრობის დრო, უკმაყოფილების ხარისხი, CO2 გამონაბოლქვი და მთელი სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობა/არაეფექტურობა.

2026 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაცია 4,6%-ს აღწევსსაქართველოს რკინიგზაზე მგზავრთა მოძრაობა 2025 წელს 17,3%-ით შემცირდა.თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის საქართველოში ერ-რიადიდან სტამბოლის გავლით ბრუნდებარუსეთის მოქალაქემ საქართველოში კანაფი მოიყვანაქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს"ოცნების" დეპუტატმა ბორის ჯონსონს "ღრმა სახელმწიფოს" აგენტი უწოდა.

ENDEKA