ირაკლი კობახიძე ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, ჩვენი საიმედო მხარდაჭერა იყო უწმინდეს...

ირაკლი კობახიძე ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, ჩვენი საიმედო მხარდაჭერა იყო უწმინდეს...

ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი უწმინდესის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევა იყო ჩვენი საიმედო მხარდაჭერა“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მილოცვაში. ირაკლი კობახიძე ულოცავს ილია მეორეს დაბადების დღეს და აღნიშნავს, რომ პატრიარქის თავდადებული სამსახური, უმაღლესი ღირებულებების ერთგულება და მოყვასის სიყვარული სამაგალითო მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის. „ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, მისი სულიერი ხელმძღვანელობა იყო მთავარი ძალა, რომელიც ავსებდა საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობით და მომავლის რწმენით. ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, უწმინდესის სიბრძნე და კურთხევა იყო ჩვენი საიმედო მხარდაჭერა. პატრიარქის თავდადებული სამსახური, უმაღლესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული სამაგალითო მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის. უღრმესი პატივისცემით და მადლიერებით მისი დიდი წვლილისთვის, ვუსურვებ უწმინდესს ჯანმრთელობას, ძალასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

ბოჭორიშვილი: არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც ხმამაღლა საუბრობენ ორმაგ სტანდარტებზე და ევროკავშირის მცდარ ნაბიჯებზეღარიბაშვილის ადვოკატი: ჩამორთმეული 6,5 მილიონი დოლარი, ჩვენება არ არის სხვების წინააღმდეგდავით მათიკაშვილი - კარგი იქნებოდა, დიდი ბრიტანეთი ცოტა ღრმა ანალიზით დაკავებულიყო და პიროვნებები ასე მარტივად არ გახდებოდნენ „ღრმა სახელმწიფოს“ სურვილების აღმსრულებელი.ლინდსი გრემი: ირანელებო, თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, დახმარება გზაშიამზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსთავის ქალთა კოლონიის შენობასთან პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.საქართველოში ახალი პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო

ENDEKA