საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელელმა ტურისტმა თბილისში, გმირთა მოედანთან გვირაბში აკუსტიკური იარაღი ესროლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში ტურისტულად მყოფი ისრაელის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამომძიებლების ინფორმაციით, თბილისში, გმირთა მოედანთან გვირაბში მანქანის მართვისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა ესროლა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მას დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე ქვეყნიდან გაძევება 3 წლით შესვლის აკრძალვით. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი აქტივობების შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დააკავეს 2005 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე მ.ნ. სამართალდამცავების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, გმირთა მოედანთან, გვირაბში, ავტომობილის მართვისას, საქართველოში ტურისტულად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა ესროლა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია აკუსტიკური იარაღი. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკავეს და დამნაშავედ ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასჯელის სახით მას დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე ქვეყნიდან გაძევება 3 წლით შემოსვლის აკრძალვით. აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად და ლეგალურად მყოფი უცხო სახელმწიფოების მოქალაქეების გაძევების მექანიზმები, რაც სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში არის მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიღეს ზომები აღნიშნული პირის გაძევების მიზნით. მას კანონით განსაზღვრული ვადით ეკრძალება ქვეყანაში შესვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• ირაკლი კუპრაძე - ანაკლიას უნდა მიენიჭოს სტრატეგიული, ნომერ პირველი ეროვნული პროექტის სტატუსი - უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი და გადავარჩინოთ ანაკლია საეჭვო კომპანიებისგან, რათა პორტი აშენდეს ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების მიერ. • საფრანგეთი და გერმანია განიხილავენ უკრაინის ევროკავშირში სიმბოლური წევრობის შესაძლებლობას - Financial Times • საქართველო „თავიდან ჩაეფლო ავტორიტარულ პრაქტიკაში“, ნათქვამია ამნისტიის 2025 წლის ანგარიშში • კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს სანქციების საკითხი „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ • მაიკლ ო'ფლაერტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და მნიშვნელოვნად გადახედოს ან გააუქმოს სხვა შემზღუდავი კანონები კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. • ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა •