ყაზბეგში ნაფიც მსაჯულებმა შარშან 20 აპრილს განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო მათ თითოეულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყაზბეგში ნაფიც მსაჯულებმა შარშან 20 აპრილს განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო მათ თითოეულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო ორი ბრალდებული. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ნაფიცი მსაჯულებმა დადასტურდა, რომ 2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შელაპარაკების შედეგად და შურისძიების მოტივით, ბრალდებულებმა ჯგუფურად მოქმედებით დანით და ბლაგვი საგნით მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად მიიღო ბრალდების მხარის მიერ სასამართლო წარმოებისას წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა). ნაფიც მსაჯულთა განაჩენის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 0,2%-ით ნაკლები ტურისტი ეწვია, ვიდრე ერთი წლის წინსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: საქართველო ტერაქტების დაბალი რისკის მქონე ქვეყანააკუპრაძე: ანაკლიას უნდა მიენიჭოს No1 სტრატეგიული ეროვნული პროექტის სტატუსიშავ ზღვაში ნავთობის ლაქა საქართველოს სანაპიროსკენ მიემართებაAmnesty International - საქართველოში სასტიკად შეიზღუდა მშვიდობიანი შეკრების უფლება - რეპრესიულმა კანონებმა, უსამართლო სასამართლო პროცესებმა და პოლიციის დაუსჯელობამ ძალის უკანონო გამოყენებისთვის გამოიწვია მთავრობის დარბევა.დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს გამოეხმაურნენ.

ENDEKA