თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩასთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, განვლილი კონფლიქტის გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილოდ დაჭრა 1975 წელს დაბადებული მ.ბ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ცხელი დევნის შედეგად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში სამეგრელოს რეგიონში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული მ.ბ. დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის შემცველი 25 აბი ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის მენეჯერების გადამზადების პროგრამა დაასრულესსაქართველოში ქალები ყველაზე დაცულად გრძნობენ თავს ღამით ქუჩაში სეირნობისას - GORBIსახელმწიფო rolex-ის სამ საათს აუქციონზე ყიდის2024 წელს ივანიშვილის სასტუმროების მფლობელმა ფონდმა 607 მილიონი ლარის ზარალი დააფიქსირა.GM წევრი: რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს, ჩვენ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ

ENDEKA