მიხეილ ყაველაშვილი 2025 წელი იყო როგორც განსაცდელების, ასევე სულიერი სიძლიერის წელი ჩვენმა ხალხმა გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ეროვნული ინტერესი...

მიხეილ ყაველაშვილი 2025 წელი იყო როგორც განსაცდელების, ასევე სულიერი სიძლიერის წელი ჩვენმა ხალხმა გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ეროვნული ინტერესი...

2025 წელი განსაცდელებისა და ამავე დროს სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა თავისი განუმეორებელი ბუნება და ძალა, გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც გულისხმობს იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნებას, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი ვიდეომიმართვაში და საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ყველა სირთულის ერთად დაძლევა შეგვიძლია. „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დღეს, ამ განსაკუთრებულ წუთებში, ახალი წლის დადგომასთან ერთად, დიდი სიამაყით, მადლიერებით და მომავლის იმედით მოგმართავთ. 2025 წელი განსაცდელებისა და ამავდროულად სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა თავისი განუმეორებელი ბუნება და ძალა, გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, რაც გულისხმობს იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნებას. სწორედ ამ განწყობითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვხვდებით 2026 წელს. მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, უწმინდესს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენი ხალხის სულიერ სვეტს, რწმენის, ზნეობისა და ეროვნული ერთიანობის მცველს. ვულოცავ ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს. დიდი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს და სამართალდამცავებს, რომლებიც ღირსეულად და ერთგულებით იცავენ ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოს უსაფრთხოებას. ახალ წელს ვულოცავ და მადლობას ვუხდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. ძვირფასო მეგობრებო, თითოეულ თანამემამულეს და ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას. ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში ყოველთვის გვქონდეს რწმენა, რომ ერთად შევძლებთ ნებისმიერი სირთულის დაძლევას. გილოცავთ, მომავალ 2026 წელს, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი 4,69 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებაენერგეტიკის ექსპერტი აფრთხილებს, რომ რუსულ გაზზე საქართველოს მზარდი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასევროკომისიამ საქართველოს ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო.პარტია „ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს ბიზნესთან აქვს კავშირი - TIGაზერბაიჯანი შეუერთდება ტრამპის მშვიდობის საბჭოსგრიგოლ გეგელია: ჩვენ ვხედავთ ახალი სამშვიდობო ფორმატის ჩამოყალიბებას, რომელშიც საქართველო არ არის მიწვეული, ხოლო ტრამპმა მოიწვია მეზობელი ქვეყნები - ქართული ოცნების „მშვიდობის“ პროპაგანდა ბანქოსავით დაინგრა.

ENDEKA