მიხეილ ყაველაშვილი 2025 წელი იყო როგორც განსაცდელების, ასევე სულიერი სიძლიერის წელი ჩვენმა ხალხმა გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ეროვნული ინტერესი...
2025 წელი განსაცდელებისა და ამავე დროს სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა თავისი განუმეორებელი ბუნება და ძალა, გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც გულისხმობს იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნებას, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი ვიდეომიმართვაში და საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ყველა სირთულის ერთად დაძლევა შეგვიძლია. „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დღეს, ამ განსაკუთრებულ წუთებში, ახალი წლის დადგომასთან ერთად, დიდი სიამაყით, მადლიერებით და მომავლის იმედით მოგმართავთ. 2025 წელი განსაცდელებისა და ამავდროულად სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა თავისი განუმეორებელი ბუნება და ძალა, გაუძლო უპრეცედენტო ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, რაც გულისხმობს იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნებას. სწორედ ამ განწყობითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვხვდებით 2026 წელს. მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, უწმინდესს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენი ხალხის სულიერ სვეტს, რწმენის, ზნეობისა და ეროვნული ერთიანობის მცველს. ვულოცავ ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს. დიდი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს და სამართალდამცავებს, რომლებიც ღირსეულად და ერთგულებით იცავენ ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოს უსაფრთხოებას. ახალ წელს ვულოცავ და მადლობას ვუხდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. ძვირფასო მეგობრებო, თითოეულ თანამემამულეს და ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას. ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში ყოველთვის გვქონდეს რწმენა, რომ ერთად შევძლებთ ნებისმიერი სირთულის დაძლევას. გილოცავთ, მომავალ 2026 წელს, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
• გიორგი შარაშიძე ოპოზიციურ ალიანსზე - ამ პარტიებს აერთიანებდა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეა - და ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა ოცნება. • ქართული და იაპონური ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს დავოს26-ის შემდეგ, რათა გააძლიერონ ქალები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოში • თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი კოკა მორგოშია დაიკითხება. • რუსეთის მოქალაქემ საქართველოში კანაფი მოიყვანა • პარლამენტი ამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც კიდევ უფრო ამკაცრებს გრანტებისა და პოლიტიკური საქმიანობის წესებს • ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - ბადაგონის ღვინოები მუნდუს ვინის კონკურსზე 5 ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ. •