დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ დავაყენეთ საკითხი, რომ უფრო მსუბუქი დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის მზია ამაღლობელიც ამ საკითხს...
რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენ სამჯერ დავაყენეთ საკითხი, რომ შეიძლება გათავისუფლდნენ ისინი, ვისი დანაშაულიც შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქად, მათ შორის მზია ამაღლობელიც - ამ საკითხს შანსი არ მიეცა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. კერძოდ, 31 დეკემბერს ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ წამყვანმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხა: „აუცილებლად უნდა გკითხოთ და შეგახსენოთ, მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს ქაშვეთის საკათედრო ტაძრის შესახებ, რამხელა როლი ითამაშეს თვეების განმავლობაში საკათედრო ტაძარში მორიგე მღვდელმსახურებმა“, რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა: „ჩვენ გვაბრალებენ, რომ საპატრიარქო ჩამორჩა იმ ხალხს, ვინც საპროტესტო აქციის მხარეს დგას, რამდენიმე სასულიერო პირმა იმუშავა იმისთვის, რომ თითქოს საპატრიარქო მათ წინააღმდეგი იყო. გეტყვით, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენ სამჯერ დავაყენეთ პატიმრების საკითხი, რომ ვინც შეიძლება წვრილმან დანაშაულად ჩაითვალოს, იქნებ გაათავისუფლონ, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, მე თვითონ მქონდა ორი საუბარი ხელისუფლებასთან, ერთხელ ეპისკოპოსმა შიომ ეს საკითხი პირდაპირ პრემიერ-მინისტრთან დააყენა. ამას არანაირი ნაბიჯი არ მოჰყოლია. ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ჩვენი საქმიანობა ვინმემ პოლიტიკურად შეხედოს. რაც შეეხება იმ ღამეებს, როცა ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი მომსახურე მამები ფორმებში მორიგეობდნენ და ერთგვარ ბარიერს უქმნიდნენ ამ ხალხს, რათა ცრემლსადენი გაზი და წყალი დაზარალდნენ ეკლესიის უკან. ამის ბევრი კადრებია, თავად მამები წვეთებს თვალებში უსვამენ, წყალს აწვდიან და ეკლესიას აფარებენ თავს. მამები ჯაჭვით იდგნენ ზუსტად ეზოში და რა თქმა უნდა, სპეცრაზმმა ეს გაითვალისწინა, იქ არ შევიდნენ და ვინც აქციაში მონაწილეობდა, ყველა მამების უკან იყო დაცული“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ ერთსულოვანბაზე.
• 2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი 4,69 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება • ადვოკატი: ნანა სანდერმა შიმშილობა შეწყვიტა • ემანუელ მაკრონი: აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს • სასამართლომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მომხდარი მოვლენების ბრალდებით 13 პატიმარი პატიმრობაში გაატარა • წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა • თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა •