ცხინვალის რეგიონის მცხოვრებს ქართულ მხარესთან კავშირის საქმეზე სასჯელი მიუსაჯეს.
ოკუპირებული ცხინვალის მაცხოვრებელს „ღალატის“ საქმეზე მიუსაჯეს - მას ბრალი „ქართულ მხარესთან“ კავშირში ედება. ოკუპირებული რეგიონის ჯავას რაიონის 51 წლის მაცხოვრებლის ვინაობა არ სახელდება - მას 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კოლონიაში. ასევე დაჯარიმდა 100 ათასი რუბლით (1300 დოლარამდე). ცნობილია, რომ საქმის მასალები დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა, ბრალდების დეტალები კი არ გახმაურებულა. Sapa წერს, რომ მამაკაცი 2024 წლის აპრილში დააკავეს. "მას ბრალი წაუყენეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობაში. სახელმწიფო ღალატის მუხლით მაქსიმალური ვადაა უვადო თავისუფლების აღკვეთა", - აღნიშნავს მედია.
• „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ევროპა თბილისის მიმართ უსამართლო მოპყრობაში დაადანაშაულა • აშშ მოუწოდებს G7-სა და პარტნიორებს, შეამცირონ დამოკიდებულება ჩინეთიდან კრიტიკულ მინერალებზე - მედია • საქართველო ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას 2026 წელს გეგმავს • ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას • IPI - დღეს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ დააპატიმრეს - ის საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. • გამოცემა Buyer აჯამებს ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC Georgia 2025 შედეგებს •