რუსეთიდან საქართველოში მიმავალ გემს თურქეთის სანაპიროდან 80 მილის მოშორებით თავს დაესხნენ

რუსეთიდან საქართველოში მიმავალ გემს თურქეთის სანაპიროდან 80 მილის მოშორებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში ორ ტანკერზე ბოლო თავდასხმის შემდეგ, დღეს თავს დაესხნენ მზესუმზირის ზეთის გადამზიდავ გემს. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა: „რუსეთიდან საქართველოში მიმავალ გემს თავს დაესხნენ“. „ტანკერ MIDVOLGA-2-ს, რომელიც რუსეთიდან საქართველოში მიემგზავრებოდა მზესუმზირის ზეთით, თავს დაესხნენ თურქეთის სანაპიროდან 80 მილის (130 კმ) მოშორებით. ეკიპაჟის წევრები თავს კარგად გრძნობენ, გემს დახმარება არ მოუთხოვია და საკუთარი ძალებით მიემართება სინოპში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური სააგენტოს ცნობით, გემს, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი ამჟამად უვნებელია, დახმარება არ მოითხოვა. გემი სინოპისკენ მიემართება ძრავებით.

ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო კავკასიის სამედიცინო ცენტრს.კობახიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს აკრიტიკებს, ავტორს მიკერძოებულობაში ადანაშაულებსაჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობსსაქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ჩამორჩება რეგიონულ თანატოლებსკახა კალაძე - სისულელე გავიგეთ, რა უნდა ისწავლოს 2 დღით ჩამოსულმა? შეისწავლეს ალბათ ქართული სამზარეულო, ღვინობოჭორიშვილი: ეუთოს ანგარიშში არ იყო მასალები საქართველოს ხელისუფლებისგან

ENDEKA