ყაველაშვილი ბათუმში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

ყაველაშვილი ბათუმში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელოვნება და მსგავსი ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის. „განსაკუთრებით მინდა გამოვყო და მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ გამოჩენილ და წარმატებულ ქართველ ხელოვანს, საერთაშორისო და სახელმწიფო ჯილდოების ლაურეატს, იუნესკოს მსოფლიო არტისტს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის უზარმაზარი ძალისხმევით 12 წლის წინ ბათუმში საფუძველი ჩაეყარა შავი ზღვის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს შესანიშნავი ფესტივალი იმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით UNESCO-სთან ერთად - გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან ერთად, რადგან ხელოვნება და მსგავსი ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის გასაძლიერებლად. მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩვენი ქვეყნის, კერძოდ კი ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ფესტივალი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა. „სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში ეს ფესტივალი საქართველოსთვის ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, რამაც ბევრი ახალგაზრდა ნიჭის აღმოჩენა და გზა გაუხსნა მათ. ამავდროულად, მან ბევრი ადამიანი გააცნო ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, ფოლკლორულ ანსამბლებს, რომლებიც საუკეთესოდ წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ იდენტობასა და კულტურას, რაც ხელს უწყობს ახალი კავშირის დამყარებას. ომი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს კულტურის ენაზე ვესაუბროთ. აქედან გამომდინარე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობს ფესტივალის ორგანიზებაში და, რა თქმა უნდა, მივესალმო და წარმატებები ვუსურვო ფესტივალის მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირას დიდი სიამოვნება ექნებათ როგორც მათ, ასევე, რა თქმა უნდა, მაყურებელს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი სიორიძე: რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ წინასწარი სხდომაც კი არ დაუნიშნავს - ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის დადგმას აპირებენ ივანიშვილი და მისი რეჟიმი.ლევან ჯანგველაძის დეიდაშვილი: გია ჩადუნელი ვერაფერს აკეთებდა, რაც მისი მოვალეობა იყო; მას ჰქონდა 34 ტყვია და ერთი გასროლაც არ შეეძლო ჰაერში? - მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებსვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფი: ჩვენ დავაყენეთ დიალოგის არარსებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები - უნდა ითქვას, რომ დიალოგი აკლიასააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვაბათუმის ტურიზმს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დიდი გავლენა ჯერ არ აქვს

ENDEKA