პირველ კლასში წავლენ მხოლოდ ბავშვები, რომლებიც 15 სექტემბრისთვის 6 წლის გახდებიან განათლების სამინისტრო
გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 15 სექტემბრამდე 6 წლის გახდებიან, შეძლებენ სკოლაში ჩარიცხვას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, გამოიკვეთა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს საგანმანათლებლო პროცესში სრული ინტეგრაციის სირთულეები ექმნებათ. „აღმოჩნდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან სოციალურ-ემოციური ფონის და მზაობის მიხედვით, უჭირთ სრულფასოვანი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. ამიტომ, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე და ის, რომ გადავდივართ 11-წლიან საგანმანათლებლო პროცესზე, გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან და ყოველი მომდევნო წლიდან სკოლაში სიარულის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი“, - განაცხადა მიქანაძემ.
• აზერბაიჯანმა საქართველოსთვის გაზის მიწოდება მეოთხედით შეამცირა • ბერდია სიჭინავა: „შუა დერეფნის“ ფუნქცია შეიძლება დადგეს საფრთხეში ან გვერდის ავლით, რადგან ხელისუფლებაში პოლიტიკურად არაკომპეტენტური ძალაა • 2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი 4,69 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება • გაგლოევმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დაითხოვა • პრემიერ-მინისტრი საცალო ვაჭრობის ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: ჩვენ გვჯერა, რომ 86%-იანი მარკირება საკმაოდ მაღალია - ხუთი წლის განმავლობაში ბაზრების რაოდენობა გაორმაგდა; საქართველოს აქვს 113 ბაზარი 100 000 ადამიანზე, გერმანიაში კი 45 • პარტია „ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს ბიზნესთან აქვს კავშირი - TIG •