გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი მტვრის ნაწილაკების კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა გამოიწვია. სააგენტოს ინფორმაციით, 1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი დაფიქსირდა - წვიმის სახით. წვიმასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, ზოგან დასავლეთის ზომიერი ქარიც დაფიქსირდა. „აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მყარი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის მატება. უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება პერიოდულად ფიქსირდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებაზე - წვიმა, თოვლი, ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელების შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოზირების ცენტრებისა და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/ წვდომა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• თბილისში, ირანის საელჩოსთან თეირანის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა • გერმანიის ელჩი ევროპის საბჭოში - ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს მზია და სხვა უსამართლოდ დაკავებული • ირაკლი კობახიძე აბუ დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. • გია ვოლსკი - ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის თბილი, მეგობრული იყო - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა. • ღარიბაშვილის ადვოკატი: ჩამორთმეული 6,5 მილიონი დოლარი, ჩვენება არ არის სხვების წინააღმდეგ • გამოცემა Buyer აჯამებს ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC Georgia 2025 შედეგებს •