პიტერ სიიარტო ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციები დააწესოს ქართველი ლიდერების წინააღმდეგ

პიტერ სიიარტო ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციები დააწესოს ქართველი ლიდერების წინააღმდეგ

„თბილისის მერს, კახა კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს და არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციების დაწესებას ქართველი ლიდერების წინააღმდეგ“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. როგორც ზიიარტომ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უნგრელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. „ჩვენთვის პატივია, რომ თბილისის მერი კალაძე ეწვია სამინისტროს. ძალიან იშვიათად გვყავს სტუმრები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული აქვთ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა და ვამაყობ, რომ პირადად ვიცნობთ ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია. ისევ და ისევ ის დიდი ზღვარი, რომლითაც მან გაიმარჯვა, კარგად აჩვენებს, თუ რამდენად კმაყოფილი არიან თბილისელები მისი მუშაობით. მე პირადად ვთხოვე კალაძეს, თუ დრო ჰქონდა, ბუდაპეშტის მერს ლექცია წაეკითხა - ვფიქრობ, ძალიან კარგ რჩევას მისცემდა, როგორ უნდა იმართებოდეს დედაქალაქი. ჩვენ ვამაყობთ, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ ვამაყობთ, როდესაც ვსაუბრობთ ორი პატრიოტული, სუვერენიტეტისა და მშვიდობისმოყვარე ხელისუფლების თანამშრომლობაზე. მე ვუთხარი მერ კალაძეს, რომ ჩვენ უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს და არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციების დაწესებას ქართველი ლიდერების წინააღმდეგ. ჩვენ უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ლიბერალურ მეინსტრიმთან სრულყოფილად შეუსაბამობა, მაგრამ ალბათ ამიტომაა, რომ უნგრელი ხალხი მხარს გვიჭერს. და რადგან თქვენი მთავრობა ატარებს პატრიოტულ პოლიტიკას, ამიტომაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს მათ მთავრობას“, - განაცხადა სიჯარტომ.

გაეროს პროგნოზი: საქართველო შეინარჩუნებს ძლიერ ზრდას 2026 წელს, მიუხედავად რეგიონული წინააღმდეგობისასაქართველოდან მანდარინის ექსპორტი 54%-ით შემცირდა.ლინდსი გრემი: ირანელებო, თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, დახმარება გზაშიასაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანი დაინიშნაქართულ ბანკებში რუბლისა და იუანის დეპოზიტები შემცირდაგუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ENDEKA