პიტერ სიიარტო ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციები დააწესოს ქართველი ლიდერების წინააღმდეგ
„თბილისის მერს, კახა კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს და არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციების დაწესებას ქართველი ლიდერების წინააღმდეგ“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. როგორც ზიიარტომ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უნგრელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. „ჩვენთვის პატივია, რომ თბილისის მერი კალაძე ეწვია სამინისტროს. ძალიან იშვიათად გვყავს სტუმრები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული აქვთ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა და ვამაყობ, რომ პირადად ვიცნობთ ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია. ისევ და ისევ ის დიდი ზღვარი, რომლითაც მან გაიმარჯვა, კარგად აჩვენებს, თუ რამდენად კმაყოფილი არიან თბილისელები მისი მუშაობით. მე პირადად ვთხოვე კალაძეს, თუ დრო ჰქონდა, ბუდაპეშტის მერს ლექცია წაეკითხა - ვფიქრობ, ძალიან კარგ რჩევას მისცემდა, როგორ უნდა იმართებოდეს დედაქალაქი. ჩვენ ვამაყობთ, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ ვამაყობთ, როდესაც ვსაუბრობთ ორი პატრიოტული, სუვერენიტეტისა და მშვიდობისმოყვარე ხელისუფლების თანამშრომლობაზე. მე ვუთხარი მერ კალაძეს, რომ ჩვენ უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს და არასოდეს მივცემთ უფლებას ევროკავშირს სანქციების დაწესებას ქართველი ლიდერების წინააღმდეგ. ჩვენ უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ლიბერალურ მეინსტრიმთან სრულყოფილად შეუსაბამობა, მაგრამ ალბათ ამიტომაა, რომ უნგრელი ხალხი მხარს გვიჭერს. და რადგან თქვენი მთავრობა ატარებს პატრიოტულ პოლიტიკას, ამიტომაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს მათ მთავრობას“, - განაცხადა სიჯარტომ.
• საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობის სქემის აღმოჩენის შესახებ განაცხადა • კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ეზოებში უკანონო ავტოფარეხების გაყვანას • რეზოლუციის პროექტი: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას - ასევე გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის აღკვეთას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები. • ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება • ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ „საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად“. •