ქუთაისში მომხდარი მკვლელობისა და სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და სროლის საქმე ჯერ კიდევ „კვალზე ცხელ“ გახსნეს. უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს 1978 წელს დაბადებული, ადრე ნასამართლევი კ.მ. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ღამით, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ესროლა სამ პირს: 1970 წელს დაბადებულ შ.ქ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ი.რ.-ს და დანაშაულის ჩამდენ ი.გ.-ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა შ.ქ. მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა - მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული უწყვეტი, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე და შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების დაცვით, ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, ნათქვამია განცხადებაში.
• ამერიკული სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო და საკომუნიკაციო ტექნიკა გადასცეს. • ევროკავშირმა ოფიციალურად გააფორმა ისტორიული სავაჭრო შეთანხმება სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ჯგუფთან. • საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 8%-ით გაიზარდა. • თბილისში, ავტოსარემონტო მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა • პოლიციამ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა • 29 წლის მამაკაცის ცემის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული •